ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე და უძრავი ქონების აგენტი ლოს ანჯელესიდან, დელტონ გომესი დაქორწინდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ People-ს მუსიკოსთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა. ცერემონია კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ოლქში მდებარე დასახლება მონტესიტოში, წყვილის სახლში ვიწრო წრეში გაიმართა.