არიან თუ არა ავღანეთში თავდასხმისას დაღუპულ ჯარისკაცებს შორის ქართველები? - Palitra News

არიან თუ არა ავღანეთში თავდასხმისას დაღუპულ ჯარისკაცებს შორის ქართველები?

2017-04-22 12:14:50+04:00

ავღანეთში, მაზარი-შარიფში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მაზარი-შარიფში ქართველი სამხედროებიც მსახურობენ, თუმცა ისინი ტერაქტს უვნებლად გადაურჩნენ. ავღანეთშის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 ჯარისკაცი მოკლეს.

მომხდარზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

იხილეთ: ავღანეთში სამხედრო ბაზას თალიბანის დაჯგუფება თავს დაესხა - დაღუპულია 140 ჯარისკაცი