ქართველ პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები ოჯახში 7–8 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. მწერალს 9 ნოემბერს 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.