ვენესუელაში ციხეში დაპირისპირების შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა ვენესუელას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პორტუგესას შტატში არსებულ ციხეში მოხდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ციხეში, რომელიც 250 პატიმარზეა გათვლილი, თუმცა ინციდენტის დროს 500-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა მათი შეჩერება და სიტუაციაზე კონტროლის დამყარება სცადეს. აღსანიშნავია, რომ პატიმრების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და პოლიციელების მიმართ ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 19 სამართალდამცავი დაშავდა. თუმცა, პატიმრების უფლებათა დამცველები სამართალდამცავების ქმედებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პატიმრებმა არეულობა მხოლოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეირაღებული პოლიციელები საკნებში შეიჭრნენ. ამასთანავე ისინი კითხვით მიმართვენ ხელისუფლებას თუ რატომ ჰქონდა პატიმართა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი და რატომ არიან გარდაცვლილთა შორის მხოლოდ პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ორივე მხარე ფლობდა იარაღს.