მექსიკაში ნუევო ლეონეს შტატის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულია ათობით პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, არეულობა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ორი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის მოხდა. ციხის ადმინისტრაციამ სპეც რაზმი გამოიძახა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.