მექსიკაში რეინოსას ციხეში მომხდარ ჩხუბს 9 პატიმარი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ როიტერსი იუწყება. დაპირისპირება ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის უთანხმოებასა და გარჩევებს მოჰყვა. პოლიციამ ციხეში არეულობა აღკვეთა ამ დროისთვის სიმშვიდეა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს შორის ცხუბი ხშირად ხდება.