ბრაზილიის სან პაულოს ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად 150-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, როიტერი ავრცელებს. როგორც ცნობიილი გახდა, ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს, პატიმრებმა ხანძარი გააჩინეს და გაქცევაც სწორედ ამ დროს მოახერხეს. პოლიციამ 90 გაქცეული განსასჯელი უკან დააბრუნა, დანარჩენებს კი ეძებენ. აღნიშნულ ციხეში სასჯელს 1000-ზე მეტი პატიმარი იხდის, შენობა კი 700 პატიმარზეა გათვლილი.