სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Amazing Grace ამერიკის კინოთეატრებში 5 აპრილიდან გავა. ნამუშევარში 1972 წელს ლოს ანჯელესის ბაპტისტურ ეკლესიაში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი იქნება წარმოდგენილი. 18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა ფრანკლინი პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.