არჩილ ტატუნაშვილის მამა იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან. ამის შესახებ ტატუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ამასთან ის ამბობს, რომ კომპენსაციით არ არის დაინტერესებული შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.