არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი მცხეთის პროკურატურაში მივიდა. გივი ტატუნაშვილს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, გივი ტატუნაშვილს საქმის მასალებს გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.