არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. როგორც ტატუნაშვილმა განაცხადა, იმის დადასტურება, რომ მისი შვილი ნაწამებია, ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.