არჩილ ტატუნაშვილის მამა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე რომ გარდაცვლილს თითი მოჭრილი აქვს არ ადასტურებს. ოჯახი ამბობს, რომ გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ მარჯვენა ხელის მტევანი ძალიან დაზიანებული აქვს, მას მოტეხილობები აღენიშნება, რაც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
იხილეთ:
ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენესარჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა