პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს საზოგადოებას არაერთ მნიშვნელოვანი საქმე ახსოვს, რომელიც გამოძიებული იყო ეფექტურად და დროულად.
არჩილ თალაკვაძემ შოთაძის გადადგომაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იყო.