პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, დიპლომატიური კორპუსისდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები განიხილება.
პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.
თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.