არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ქვეყანა უკანასკნელ პერიოდში აღმოჩენილ დოკუმენტაციას გამოიყენებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის დღესასწაულზე განაცხადა, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და „ოპოზიცია თავს იმართლებს, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს“.