ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსლეში აჯამებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი შეფასებით, პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას და შესაბამისად ხელისუფლებას უფლება არ აქვს ეჭვქვეშ დააყენოს მათი არჩევანი.
თალაკვაძე ოპოზიციასთან გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარე აშს-სა და ევროკავშირის ელჩებს დიალოგის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.