არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული - Palitra News

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული

2020-11-01 19:56:32+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.