ველოდებით, რომ ოპოზიცია სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სტატუს კვო შეიცვალა და პარლამენტში უკვე შევიდა ერთი ოპოზიციური პარტია. მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოთქვამენ წუხილს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო.