საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რეზოლუციაში, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დამატებას ითხოვს. არჩილ თალაკვაძემ ასევე კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა "მკვლელობა" "სიცოცხლის ხელყოფით" შეიცვალოს.ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია".