პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. როგორც ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, მმართველი პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ. დეპუტატის განცხადებით უმრავლესობა სრულიად ახალი მოცემულობის წინაშეა. მისივე თქმით აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძისგაცხადებით კი, უმრავლესობის შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია