საპარლამენტო უმრავლესობა იმუშავებს 2020 წლის ოქტომბრამდე, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის შემადგენლობიდან ცალკეული დეპუტატების შესაძლო გასვლის თაობაზე დასმულ კითხვას. თალაკვაძის თქმით, საკითხები, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება.