პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება ფაქტის, რომ პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ყოველწიურ მიმართვაში სწორი აქცენტები გააკეთა.
თალაკვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთახმება და პარტიები, ვინც პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, სწორი გზავნილია.