პარლამენტის ახალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის დუმის არც-ერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. არჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ სანამ ოკუპაცია გრძელდება, არც ერთი კომპრომისი არ იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მანვე შეაფასა 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე განვითარებული მოვლენები. მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო. მანვე ოპოზიციის მისამართით განცხადება გააკეთა.