პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს იკავებს სხვა და შემდეგი პროცესები გვიჩვენებს, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია. მისივე თქმით, ამ ვიტარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც პარლამენტის ნაცვლად ქუჩაში ყოფნა არიჩია.
თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება.
ამასთანავე, თალაკვაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით.