როცა ერთი ოპოზიციონერი ლიდერი მეორე ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ განცხადებას აკეთებს, „ქართულმა ოცნებამ" თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს?! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.
თალაკვაძის თქმით, ე.წ. წერილზე „ქართული ოცნების" პოზიცია ზუსტად ისეთივეა ახლა, როგორიც გიორგი გახარიას „ქართული ოცნების" ლიდერობისას პერიოდში იყო.