პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძის თქმით პარლამენტმა განაახლა და დეპუტატები აგრძელებენ მუშაობას საშემოდგომო სესიით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ყველა საქმიანობას რომელიც დღისწესრიგში არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება რომან გოცირიძის მიერ სხდომათა დარბაზის ბლოკირებას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ "როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს".