დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ აქციას, ქართული ოცნების, ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ძალებს ამ დემონსტრაციის გამოყენება საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად სურთ, თუმცა მმართველი პარტია ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას არჩევნების გვერდის ავლით არ დაუშვებს.