პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. თალაკვაძემ ოპონენტებს ბიუროს სხდომაზე მიმართა და განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა აუცილებელია, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა მოხდეს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მიიჩნევს, რომ ახლა პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის.