პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიას და მისი უფლებადამცველების განცხადება გირაოსთან დაკავშირებით არის სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა მელიას შემთხვევაში გირაოს გადახდა, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს, რადგან გირაოს სანაცვლოდ ის დატოვებს საპატიმროს, თუმცა მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. ამნისტიის შესახებ კანონი კი ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გზაა.
ამასთანავე, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, შესაბამისად, ის არ არის არავითარი უფლებით აღჭურვილი, რომ ვინმეს პირობები უკარნახოს.