"მე მტკიცედ მჯერა რომ საქართველოს ხელისუფლება მუხტარლის საქმეში არანაირი ფორმით არ იყო ჩართული" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით შსს გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს და საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებულია. დეპუტატის განცხადებით, მუხტარლის დაკითხვა აზერბაიჯანში იგეგმება.