საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მიზანმიმართული ჭორია. მისი თქმით თბილისს გამორჩეული მერი ჰყავს კახა კალაძის სახით და პირადად მას მომავალშიც მერის პოსტზე მოქმედი მერის ნახვა სურს. რაც შეეხება კანდიდატთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას თალაკვაძე ამბობს რომ გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იტყვის.