პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული.საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით კი მარიხუანას კულტივაცია ექსპორტის მიზნით „დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს, ისე მთლიანად ქვეყანას“. შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.