არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობასა და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას შორის კავშირის არსებობას უარყოფს - Palitra News

არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობასა და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას შორის კავშირის არსებობას უარყოფს

2019-07-24 14:02:44+04:00

არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობასა და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას შორის კავშირის არსებობას უარყოფს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე თვეებია, რაც საზოგადოება თვალს ადევნებს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ამ თემაზე დისკუსიებს. შესაბამისად, მისი თქმით, ეს ინიცირებულია იქამდე, სანამ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს დაიწყებდა. რაც შეეხება კითხვას, რა ბედი ელის პორტის პროექტს, თუკი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დააკავებენ, თალაკვაძე პასუხობს, რომ პროექტი არ შეჩერდება.