ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ მართველი გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალკვაძის თქმთ, არანაირი ინფორმაცია ვასაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ აქვს. ამასთან, თალკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს ან ბიზნესმენს, ეს ყველაფერი არის საჯარო. ამასთან, საპარლოამენტო უმრავლესობის ლიდერი გიო ვოლსკი, გამირცხავს, რომ ვასაძე და ივანიშვილი საქრთვერლოს საწინააღმდეო თემაზე შეთანხმდებოდნენ. ცნობისთვის, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მასსა და ივანიშვილსა შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი საუბრის შინაარს არ აკონკრეტებს.