ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრების შეფასებისას განაცხადა.
თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ანდრიუს კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ქვეყანა უკანასკნელ პერიოდში აღმოჩენილ დოკუმენტაციას გამოიყენებს.