საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს.„ვინაიდან, ჩვენი სურვილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა - ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს - ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ.“, - აღნიშნულია განცხადებაში.