არჩილ თალაკვაძე - ეს შესაძლოა, უკვე ერთგვარი პრაქტიკაა გვარამიას მხრიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ზე შეტევაა - Palitra News

არჩილ თალაკვაძე - ეს შესაძლოა, უკვე ერთგვარი პრაქტიკაა გვარამიას მხრიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ზე შეტევაა

2019-05-08 15:03:34+04:00

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, გვარამიას მხრიდან ერთგვარი პრაქტიკაა რადგან რაც ხელისუფლება შეიცვალა იგი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ზე შეტევაა. მისივე თქმით, კრიტიკული მედიის არსებობა, თავისუფალი მედია და ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობა არის ის ღირებულებები და სტანდარტი, რომელიც ხელისუფლებამ უზრუნველყო.