საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებენ. მათი შეფასებით, ივანიშილმა ინტერვიუს დროს ილაპარაკა სრული სიმართლე და წარმოაჩინა სწორი ხედვა მომავლის, რამაც გამოიწვია ოპოზიციის აღელვება და დაიწყეს მისი ლანძღვა. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, მათ შორის ანაკლიის პორტსა და სასამართლო სისტემის გარშემო დასმულ შეკითხვებს