ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია კი მუდმივ სპეკულირებას ცდილობს - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური მმართველი და პუტინის მოკავშირე უწოდა. თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას ინსტიტუტები და სახელმწიფო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირები მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპოზიციის თვალთმაქცობას მმართველი გუნდი საქმით პასუხობს.