ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია და უბრალოდ სირცხვილია, როცა შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული არჩევნების დროს. რა თქმა უნდა ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან", - განაცხადა თალაკვაძემ.