რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და ძალიან მალე საპასუხისმგებლო პოსტს დაიკავებს , - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობა რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო არ დაუტოვებია და მას წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი არჩილ ჯაფარიძემ გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.