აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მოითხოვს აფგან მუხთარლის საქმე ძველი თბილისის სამმართველოს ნაცვლად მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. როგორც ”ადამიანის უფლებათა სახლის” იურისტმა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, ის აღნიშნული განცხადებით ოფიციალურად პროკურატურას 5 ივნისს მიმართავს. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტის ოჯახის უსაფრთხოების მიზნით საქართვლოს მოქალაქეობა შესთავაზა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტი მზად იყო, მიმართვის შემთხვევაში, ასეთი გამონაკლისი დაეშვა.ჟურნალისტის მეუღლე პრემიერის წინადადებას საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არ დათანხმდა.