2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. არჩევნებში ასევე კენჭს იყრიან როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები. 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.