წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 45.64% გამოცხადდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შემაჯამებელი ბრიფინგზე განაცხადეს რომ განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა. მათ შორის ყველაზე მეტი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. დილის 7 საათიდან საღამოს რვა საათამდე ქოლცენტრში შევიდა 1468 ზარი და 134 შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.