ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის "ევროპული საქართველო", აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა პარტიებს აქვთ ნაკლები მოტივაცია და მათთან შესაძლებელია პოზიციების შეჯერება.