არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე შექმნილია, - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომელიც მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. „კანონი და სამართალი“ - ჩარკვიანის ინფორმაციით, ასე ქვია პარტიას, რომელიც ხელისუფლებასთან კოალიციურ რეჟიმში აპირებს თანამშრომლობას. ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით სწორედ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს. ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობას ხედავს კახა კუკავაც, თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ის მესამე სპექტრმა უნდა შექმნას, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ არაა ასოცირებული.