არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენს სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და მე ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას - ირაკლი კობახიძე - Palitra News

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენს სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და მე ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას - ირაკლი კობახიძე

2020-12-09 15:38:36+04:00

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, გადახრის გამოვლენის შემთხვევაში ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს.