ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 55.523 პროცენტი მიიღო. ხმათა 44.477 პროცენტი აქვს ოპოზიციის კანდიდატს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელ ბორის ყურუას.
თბილისის დანარჩენ ოლქებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს. შესაბამისად, მეორე ტურის შემდეგ, მმართველ პარტიას თბილისის საკრებულოში ათი მაჟორიტარული მანდატი ექნება.
თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ სულ 29 მანდატს იღებს და უმრავლესობას ფლობს, 21 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაწილდება.