არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. ანუ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, პიროვნულად არცერთ კანდიდატს არ ერჩის, უბრალოდ, ანა დოლიძეს არც პარტია გააჩნია, რომელიც ახლა, პოპულისტურ თემებზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ჯაფარიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აღსანიშნავია.