არჩევნები არ ჩავატაროთ და ვკითხოთ პირობითად ბურჯანაძეს, ელისაშვილს, ბოკერიას, ვინ უნდათ პრემიერად?! ეს ხომ სწორი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დილის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის, თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, არა პოლიტიკოსების, არამედ მოსახლეობის გადასაწყვეტია.